ლომბარდი

სესხები


კომპანიის შესახებ

1997 წელს, მაშინ როცა საქართველო განიცდიდა სრულ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზის და მოსახლეობის 85% იმყოფებოდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ, გარკვეული საზოგადოებრივი ჯგუფის უშუალო ინიციატივით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით დაფუძნდა საკრედიტო კავშირი, რომლის მიზანიც იყო მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობა, მცირე და საშუალო ბიზნესის ჩამოყალიბებაში საკრედიტო დახმარების აღმოჩენა, ფინანსური და საინვესტიციო სტიმულირება. ამ საქმიანობაში კავშირს მხარი დაუჭირა ასისტენტმა პარტნიორებმა - შვეიცარიის განვითარების სააგენტოს SDC მაღალმთიანი განვითარების პროგრამის პროექტების განმხორციელებელი შვეიცარული ორგანიზაცია SABი და GMF-ი, ასევე გაეროს სასურსათო პროგრამა, MERCY CORPS და სხვა ორგანიზაციებმა.